Sunday, December 7, 2014

მეეცხრე დღის რეფლექსია

   დღეს ჩვენი პორტფოლიოები ბლოგზე ავტვირთეთ. გავმართეთ ნაშრომების პრეზენტაცია. სიტყვიერი კომენტარით შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები.
  მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი ტრენინგი, მათ შორის რომელის ოდესმე გამივლია. ვთვლი,რომ ამ 36-მა საათმა ნამდვილად გამზარდა პროფესიონალური კუთხით.
   უღრმესი მადლობა შორენა მასწავლებელს.
     შორენა! თქვენ ნამდვილად მოიგეთ ჩემი გული!

Saturday, December 6, 2014

მეერვე დღის რეფლექსია

  დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სახალისოც იყო. ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად: ბლოგზე ანიმაციების, ვებგვერდების, მკითხვარების დადება.
ასევე გავეცანით მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის ნიმუშებს.

Thursday, December 4, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ინტრნეტრესურსების ჩამონათვალი, მოდულ 5-ში მოვძებნეთ ,,რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის', გავამზადეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა.'  პროექტის გეგმაში შევავსეთ --სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების, არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების და  გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლეების საჭიროებების მიმართ განკუთვნილი გრაფები.

Tuesday, December 2, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

პროექტის საფუძველზე გავაკეთე მოსწავლეთა ერთი ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაცია სლაიდ შოუს სახით. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებს.https://drive.google.com/file/d/0B5BU4kFntjTdTS1CS3c1SWFaOUU/view?usp=sharing