Friday, November 28, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ბუკლეტი


ტრენინგის მეხუთე დღე მეტისმეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.  ვისწავლეთ უამრავი რამ:
1) გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას
2) შევავსეთ ფორმა ,,საავტორო უფლებების შესახებ"
3) ჩვენი პროექტებისათვის შესაფერისი სურეთები მოვიძიეთ ინტერნეტში და შევინახეთ.
4)ვისწავლეთ ბლოგზე ლინკის გამოქვეყნება
5) ვისწავლეთ ბლოგზე სურეთების ატვირთვა
6) ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების გაკეთება


55555
bukleti

Thursday, November 27, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

     სასწავო პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩოს ცხრილი.
     პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გამოსაყენებელი აქტივობიდან -,,გონებრივი იერიში"-მოვიფიქრე და დავწერე შეკითხვები, რომლებიც შევინახე. დავათველიერეთ პროექტ ,,რომეო და ჯულიეტას" პრეზენტაციის სლაიდები. გავამზადე ჩემი პროექტის პრეზენტაციისათვის პირველი სლაიდი.

Tuesday, November 25, 2014

მესამე დღის რეფლექსია

 წარმოვადგინეთ და დავათვალიერეთ ჩვენს მიერ მომზადებული ბუკლეტები. ამის შემდეგ შევუდექით პროექტის გეგმის შევსებას.  გეგმაში შევიტანეთ მონაცემები ავტორის შესახებ, თემის სახელწოდება, პროექტის ვადები, მიზნობრივი ჯგუფი, თემის შესატყვისი სტანდარტები და ინდიკატორები. დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რა არის დემოკრატია?

თემატური კითხვები
  • რისი თქმა შეუძლია საზოგადოებრივ აზრის კვლევებს და როგორ გვეხმარება ის საზოგადოებაში არსებული ტენდენციების განსაზღვრაში?
  • როგორ გვესმის ტერმინი ,,გენდერული თანასწორობა“?

შინაარსობრივი კითხვები

  • რა არის გენდერული თანასწორობა და რამდენად დაცულია გენდერული ბალანსი ჩვენს ქვეყანაში?
  • ახდენს თუ არა ზეგავლენას ტრადიციები და რელიგიური მრწამსი სქესთა შორის თანასწორობაზე?
  • განსაზღვრავს თუ არა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პირობები გენდერული თანასწორობის ხარისხს?

Thursday, November 20, 2014

მეორე დღის რეფლექსია

  ვიმუშავეთ პირველი მოდულის მეორე ნაწილზე. დავათვალიერეთ სასკოლო ბუკლეტის შაბლონები. ამის შემდეგ ჩვეულებრივ   Word-ის პროგრამაში შევუდექით ბუკლეტის მომზადებისათვის საჭირო პროცედურების შესწავლას.კერძოდ, გავიხსენეთ Word-ის პროგრამა. ვისწავლეთ googl დოკუმენტებში ფაილების ატვირთვა.

Monday, November 17, 2014

პირველი დღის რეფლექსია

ტრერინგი დაიწყო 14:00სთ-ზე.
ტრენერმა წარმოგვიდგინა  თავი. გავიცანით ერთმანეთი. შევათანხმეთ სამუშაო გრაფიკი.
გავეცანითViewer-ის პროგრამას, ვიმუშავეთ პირველ მოდულზე. კერძოდ: შევქმენით ელექტრონული საქაღალდეები და შევინახეთ ე.წ D დისკზე, ,,დამატებითი რესურსებიდან" მოვიპოვბეთ და გავეცანით მასალებს: ,,21 საუკუნის უნარ-ჩვევები", ,,პორტფოლიოს ჩეკლისტი", ,,რუბრიკების პორტფოლიო", ,,პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი". აღნიშნული მასალებიდან ჩემთვის საინტერესო და შეიძლება ითქვას ,,ყოველდღიური მოხმარების" სამაგიდო მასალა გახდება ,,21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები".
    ამის შემდეგ გავეცანით სანიმუშო პროექტს ,,რომეო და ჯულიეტა", მივიღეთ    დავალება, მომდევნო სატრენინგო დღისათვის შევარჩიოთ საპროექტო თემები, შევქმენით ე.წ. ბლოგი და მოვამზადეთ ე.წ. რეფლექსია.